“მოსამართლის სესხი” — დამატებითი მონაცემები სამ მოსამართლეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემთა ბაზის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ სამოქალაქო საქმეთა მოსამართლეების ნაწილი ბანკების საქმეებს იმ დროს განიხილავს, როდესაც მათ, ან მათი ოჯახის წევრებს, ამ ბანკებში კრედიტები აქვთ აღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს.

ზოგიერთი მოსამართლის სესხი სხვა დანარჩენებისგან თანხის მოცულობით გამორჩეულია.

 

shorena_jankhoteli

შორენა ჯანხოთელი

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მოსამართლე შორენა ჯანხოთელს, სხვა სესხებთან ერთად “საქართველოს ბანკიდან” 2014 წლის 14 აპრილს შვიდწლიანი სესხი, 78000$ აქვს აღბული. ამ პერიოდში საქართველოს ბანკთან დაკავშირებით შორენა ჯანხოთელის მოსამართლეობით 29 პროცესი ჩაინიშნა. მათ შორის ისეთი საქმეებიც არის, რომლებზეც რამდენიმე სხდომა იყო ჩანიშნული. აქედან გამომინარე, მოსამართლემ ეს საქმეები არ აიცილა.

shorena_jankhiteli_BOG_SAMPLE

 

urtmelidze_tamaz

თამაზ ურთმელიძე

მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს 2004 წლიდან დღემდე, დეკლარაციების მიხედვით, სხვადასხვა მოცულობის სესხი აქვს აღებული “ბანკ რესპუბლიკაში” და “საქართველოს ბანკში”

ყველაზე მეტი თანხა “საქართველოს ბანკიდან” მან ბოლო სამ წელიწადში ისესხა. მეუღლესთან, მირანდა გურგენიძესთან ერთად 2013 წელს, ათწლიანი 51800$ და 2014 წელს კი დამოუკიდებლად ასევე ათწლიანი 84100$.
მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ იმ დროს, როდესაც “საქართველოს ბანკში” კრედიტი ჰქონდა, თამაზ ურთმელიძე განიხილავდა კრედიტორი ბანკის საქმეებს.tamaz_urtmelidze_BOG_SAMPLE

 

 

eliso_tukvadze

ელისო ტუკვაძე

მოსამართლე ელისო ტუკვაძის მეუღლემ, მიხეილ ჯიქიამ, 2007 წლის 25 მაისს “თიბისი ბანკიდან” 2014 წლის 26 თებერვლამდე ისესხა 50 000$. ეს სესხი 2011 წლის დეკლარაციაში აღარ ჩანს. ჩვენ შევამოწმეთ სასამართლოს სხდომების ბაზა, ჩვენთვის ხელმისაწვდომი პერიოდიდან 2008 წლიდან 2010 წლამდე. მონაცემთა ბაზის მეშვეობით დასტურდება, რომ მოსამართლე ამ პერიოდში განიხილავდა “თიბისი ბანკის” საქმეებს და არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე პროცესია ჩანიშნული, ანუ მოსამართლემ ამ შემთხვევებში საქმეები არ აიცილა.

eliso_tukvadze_TBC_SAMPLE

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვალდებულია თუ არა მოსამართლე, აიცილოს იმ ბანკის საქმე, რომელთანაც მას ამ ბანკში აღებული მიმდინარე კრედიტი აკავშირებს? ამ კითხვით იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს მივმართეთ:

 

გამოკითხვა: მოსამართლის სესხი

ჩვენ დავიწყეთ გამოკითხვა:

უნდა განიხილავდეს თუ არა მოსამართლე იმ ბანკის საქმეებს, რომელშიც სესხი აქვს?

 

მოსამართლის პასუხი

giorgi_maisuradze_answer

ჩვენს მიერ პირველ ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელიც მოსამართლე გიორგი მაისურაძის მიერ აღებული საბანკო ვალდებულების გასტუმრებას შეეხებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან  მივიღეთ  პასუხი.

ორი კვირის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ მონაცემები, რომლის მიხედვითაც მოსამართლე გიორგი მაისურაძის დეკლარაციებში შევნიშნეთ შეუსაბამობა: ”საქართველოს ბანკიდან” მან  24500 ლარი ისესხა, სესხის გადახდის პერიოდის გასულია,  მას კი 15961 ლარი აქვს გადახდილი, აღებულ თანხაზე 8539 ლარით ნაკლები.

პასუხი ასეთია:

”გიორგი მაისურაძის ინფორმაციით, თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციაში მის მიერ ასახული იპოთეკური სესხის დაფარვა მიმდინარეობდა რეგულარულად წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხევით, შესაბამისად აისახა დეკლარანტის მიერ წარგენილ დეკლარაციაში. ამასთან, მოსამართლის განმარტებით, დეკლარაციაში არსებული რაიმე სახის უზუსტობა უნდა წარმოადგენდეს  გარკვეულ ტექნიკურ ხარვეზს.”

მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.  ამ დროისთვის კვლავ გაუგებარია, რა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია უზუსტობა დეკლარაციაში.  ჩვენ ვთხოვეთ მოსამართლეს, გაესაჯაროებინა ამ სესხთან დაკავშირებული საბანკო დოკუმენტაცია, თუმცა წერილის ეს ნაწილი მან უპასუხოდ დატოვა.

მოსამართლე სირბილაძის სესხი


cisana_sirbiladze_bank

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძემ 2008 წლის 15 მაისს ,,საქართველოს ბანკიდან”: კრედიტი, 38500 აშშ დოლარი აიღო.

cisana_sirbiladze_krediti

მისი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, სესხი 15 წლიანია (15/05/2008 – 15/05/2023).

სირბილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო  საქმეებს 2012 წლის ოქტომბრიდან განიხილავს.

ამ პერიოდიდან დღემდე მან სხვა საქმეებს შორის ,,საქართველოს ბანკის” საქმეებიც განიხილა. მათ შორის, რამდენიმე სხდომა დაუთმო თითოეულ ამ საქმეს:

  • ა. ტ., ი. ზ., სს ,,საქართველოს ბანკი”.
  • მ. ა., სს ,,საქართველოს ბანკი”, ც. ა., ხ. ნ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – შპს ,,ჰ—– ——ი”, ა. ა., მ. ა., მ. ა.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – ლ. ჩ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – ნ. ს. და სხვ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – ლ. მ.
  • სს ,,საქართველოს ბანკი” – შ. მ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად:

”მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ… მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს… ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.”

კანონის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია ასეთ შემთხვევაში თვითაცილება განაცხადოს და შესაბამის განჩინებაში თვითაცილების საფუძველიც მიუთითოს.

არის თუ არა ამ შემთხვევაში კრედიტი, 38500$ ვალდებულება?

აქვს თუ არა ცისანა სირბილაძეს უფლება განიხილოს კრედიტორი ბანკის საქმეები, სანამ მას ამ ბანკთან სესხის ხელშეკრულება აკავშირებს?

ვალდებული იყო თუ არა ის თვითაცილება განეცხადებინა?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვლი თვლის, რომ:

უმჯობესი იყო მოსამართლეს თავად, თავისი ინიციატივით მიეღო ეს (თვითაცილების) გადაწყვეტილება. მაგრამ, აპრიორი იმის თქმა, რომ თუ მხარემ არ დააყენა ეს საკითხი, მან კანონი დაარღვია, მთლად სწორიც არ არის. მართლმსაჯულება რომ ობიექტურად ხორციელდება, ეს გარედანაც არ უნდა ბადებდეს ეჭვებს. ეს არის ბრიტანული სამართლის დაუწერელი პრინციპი, რომელიც შემდეგ უკვე ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობაში არის გამტკიცებული. რომელიც ამბობს, რომ მართლმსაჯულება არამხოლოდ რეალურად უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი, არამედ გარედანაც უნდა ტოვებდეს ასეთის შთაბეჭდილებას. შეიძლება ეს ადამიანი თვლის, რომ ძალიან მაღალი კეთილსინდისიერების ხარისხის აქვს მას და რეალურად, შეიძლება, ისე გადაწყდა დავა, რომ მას არც კი უფიქრია, რომ ამავე დროს ამ ბანკში ჰქონდა სესხი და ამას შეიძლება მართლა არ ჰქონია არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა მისთვის, როდესაც ამ დავას განიხილავდა. მაგრამ გარედან ხომ ჩნდება კითხვის ნიშნები? ამიტომ არის ზუსტად ჩადებული ის მუხლები, და ამიტომ გვაქვს ჩვენ აცილება და თვითაცილების საკითხები.”

ჩვენ წერილობით მივმართეთ მოსამართლე ცისანა სირბილაძეს და მის პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, შეიძლება თუ არა მოსამართლე განიხილავდეს იმ ბანკის საქმეს, რომლიდანაც კრედიტი აქვს აღებული. ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს და უახლოეს მომავალში სხვა მაგალითებსაც წარმოგიდგენთ, რომლის დროსაც მოსამართლეებს პროცესის მონაწილე ერთ-ერთ მხარესთან სასესხო ხელშეკრულება აკავშირებდათ.

ვინ უპასუხებს მოსამართლის ნაცვლად?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი მაისურაძეს, 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2010 წლის 29 აპრილს ”საქართველოს ბანკიდან”  ოთხწლიანი იპოთეკური სესხი, 24500 ლარი აქვს აღებული.

გიორგი მაისურაძე — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

შემდგომი წლების დეკლარაციების მიხედვით, გადახდის იმავე პერიოდის მქონე იპოთეკური სესხის (18500 ლარი) გასწვრივ გრაფაში მითითებულია ოთხი გასავალი:

2012 წლის დეკლარაცია: გასავალი 6180 ლარი

2013 წელი — გასავალი 6180 ლარი

2014 წელი — გასავალი 1545 ლარი

2015 წელი — გასავალი 2056 ლარი

ამ მონაცემების მიხედვით ჩნდება კითხვა: მოსამართლემ აღებული სესხის, 24500 ლარის გასასტუმრებლად გადაიხადა ნაკლები — 15961 ლარი, რაც აღებულ თანხაზე 8539 ლარით ნაკლებია. როგორ აიხსნება ეს სხვაობა?

ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილობით მივმართეთ. მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენი წერილი ფორმალურად გაუმართავია და უნდა მივმართოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით ორჯერ მივმართეთ: 25 სექტემბერს და 29 სექტემბერს, პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

ამ ეტაპისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მიიღოს ჟურნალისტმა მოსამართლის განმარტება, როდესაც კითხვა მის ქონებრივ დეკლარაციასთან, ან ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ჩნდება.

დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

რატომ სჭირდება მინისტრის ბიოგრაფიის გამოქვეყნებას ორი თვე?

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ბიოგრაფია მხოლოდ ორი წინადადებით არის წარმოდგენილი:

”ტარიელ ხეჩიკაშვილი დაიბადა 1970 წლის 13 თებერვალს.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული.”

ტარიელ ხეჩკაშვილის ბიოგრაფია სამინისტროს ვებგვერდზე

ტარიელ ხეჩკაშვილის ბიოგრაფია სამინისტროს ვებგვერდზე

სამინისტროს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელმა ვეკო კვარაცხელიამ კითხვაზე, რატომ არ არის  მინისტრის ბიოგრაფია ოფიციალურ საიტზე სრულყოფილად წარმოდგენილი, გვიპასუხა:

”ამ ეტაპზე საბუთები გადის შესაბამის პროცედურებს, 30 ივნისს განთავსდება ყველაფერი საიტზე, პირადი ინფორმაცია დეკლარაციასთან ერთად. 1 ივლისი არის ბოლო ვადა და ეს ინფორმაცია საიტზე დაიდება 30 ივნისს.”

– 2 თვე სჭირდება ბიოგრაფიის გამოქვეყნებას?

– ”მოგეხსენებათ, ბატონი ტარიელი იყო ბიზნესმენი. შესაბამისად, უნდა მოხდეს საბუთების გადაფორმება, სხვადასხვა პროცედურებია, რაც უნდა გაიაროს. შესაბამისად, ჩვენც ველოდებით, რომ ყველა საბუთი იყოს მოწესრიგებული და მერე ავტვირთოთ. ამიტომ არ დავდეთ.  ეს მოკლე ინფომრაცია დავდეთ, რაც ახლა არის განთავსებული და უკვე დეტალურს განვათავსებთ 30 ივნისს დღის პირველ ნახევარში.”

შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტარიელ ხეჩიკაშვილი 2015 წლის 1 მაისს წარადგინა. „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ ერთ–ერთი მფლობელი და საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ დამფუძნებელი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

განახლებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა 2015 წლის 9 მაისს მოიპოვა.

 

საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:

შეიძლება თუ არა დეკლარაციის არასწორად შევსება?

ელისო ტუკვაძე

ელისო ტუკვაძე

2015 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ პოსტის თანახმად, მოსამართლე ელისო ტუკვაძემ არ იცოდა, რომ მისი მეუღლე მიხეილ ჯიქია შპს ”დრუსოში”100%-იან წილს ფლობდა და ამიტომაც არ ასახა ეს ფაქტი დეკლარაციაში.

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ, კითხვებზე  წერილობით  გვიპასუხა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ”თანამდებობის პირი ვალდებულია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახოს  ინფორმაცია  სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ იურიდიულ პირში მისი, ან მისი ოჯახის წევრის , მონაწილეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა საწარმო ეკონომიკურ აქტივობას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, სოფო ჭარელმა გვითხრა:

”თანამდებობის პირს დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის შესაძლოა დისციპლინური, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროს.

ამისთვის უნდა დადგინდეს, განზრახ არასწორად  შეავსო თუ არა მან დეკლარაცია?

 შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ მან, უბრალოდ, გაუფრთხილებლობით არ შეიტანა ესა თუ ის მონაცემი დეკლარაციაში, დაავიწყდა და არანაირი სხვა გვერდითი მიზანი არ გააჩნდა, ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც კანონმდებლობა მის მიმართ არანაირი სახის სანქციას თუ დამსჯელობით ღონისძიებას, არ ითვალისიწინებს.

ზოგადად, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა  და საჭიროა, გარკვეულწილად, ამ მიმართულებით კანონმდებლობა გადაიხედოს .

ერთია, რომ საჯაროა დეკლარაციები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ, რა წერია შიგნით — ეს ვიღაცამ შეისწავლოს. ამას არავინ აკეთებს და შემთხვევითობის პრინციპზე თუ ვინმე აღმოაჩენს ამ დარღვევას. შემდგომ მიდის განხილვა —  უნდა დაისაჯოს თუ არა ეს პიროვნება.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვიღაც უნდა არსებობდეს, ვინც ამ ყველაფერს გადახედავს, და მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სახის სანქციები შეიძლება დაწესდეს დამატებით. ვთქვათ ის, რომ დაევალოთ იმ პირებს, ვინც ავსებენ დეკლარაციებს, ძალიან ყურადღებით მოეკიდონ დეკლარაციების შევსებას და სწორად გაიხსენონ ყველა ის შემოსავალი, წილი თუ საბანკო ანგარიში, რაც მათ არსებული სიტუაციით გააჩნიათ. ”— განმარტავს იურისტი სოფო ჭარელი.

 

საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:

მოსამართლე ელისო ტუკვაძემ დეკლარაციაში მეუღლის კომპანია არ მიუთითა

eliso_tukvadze

ელისო ტუკვაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ელისო ტუკვაძეს, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, რომელიც მან 28/05/2014 შეავსო, არ აქვს მითითებული შპს ”დრუსო”, რომლის დირექტორი, პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლის 26 ივლისიდან არის მიხეილ ჯიქია, ელისო ტუკვაძის მეუღლე.

ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვაზე მივიღეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს პრესსამსახურის კონსულტანტის, თეონა ქობულაძის   წერილობითი პასუხი:

”თქვენი 2015 წლის 19 მაისის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მოსამართლე შპს „დრუსოში“ თავისი ოჯახის წევრის მონაწილეობის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. ამასთან, თქვენი შეტყობინების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „დრუსოს“ დაფუძნებიდან დღემდე,  არანაირი სამეწარმეო საქმიანობა  არ განუხორციელებია და  მას  არ გააჩნია არანაირი აქტივი, რაც დასტურდება  ასევე შემოსავლების სამსახურში საწარმოს პირად აღრიცხვის ბარათზე ასახული  მონაცემებით.

დანართი: 2015 წლის 20 მარტს დამოწმებული ამონაწერი შპს „დრუსოს“ პირადი აღრიცხვის ბარათიდან „2“ ფურცლად.”

საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:

ჩიორა თაქთაქიშვილის თანაშემწე

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მეუღლე ნინო ლაკვეხელიანი საქართველოს 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის თანაშემწეა.

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე დეპუტატის თანაშემწედ — ლევან თარხნიშვილი

ლევან თარხნიშვილი, რომელიც 2008-2010 წლებში ცესკოს
თავმჯდომარე იყო, ხოლო 2010-2012 წლებში პრეზიდენტის მრჩეველის თანამდებობა ეჭირა, დღეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, გივი თარგამაძის, თანაშემწეა.
“რომ გადახედოთ ჩემი და გივის ბიოგრაფიას ნახავთ, რომ 1988 წლიდან, სტუდენტური მოძრაობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და, შესაბამისად, ხან ისეა — ხან ესეა ცხოვრება. ლაპარაკია დეპუტატის თანშემწეზე, რომელიც ეხმარება დეპუტატს მასალების მოგროვებაში.
მე ვასრულებ იმ მოვალეობებს პირნათლად, რაც ეხება დეპუტატის თანაშემწის მოვალეობის შესრულებას”, – ამბობს ლევან თარხნიშვილი.