ვინ უპასუხებს მოსამართლის ნაცვლად?

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, გიორგი მაისურაძეს, 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2010 წლის 29 აპრილს ”საქართველოს ბანკიდან”  ოთხწლიანი იპოთეკური სესხი, 24500 ლარი აქვს აღებული.

გიორგი მაისურაძე — თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

შემდგომი წლების დეკლარაციების მიხედვით, გადახდის იმავე პერიოდის მქონე იპოთეკური სესხის (18500 ლარი) გასწვრივ გრაფაში მითითებულია ოთხი გასავალი:

2012 წლის დეკლარაცია: გასავალი 6180 ლარი

2013 წელი — გასავალი 6180 ლარი

2014 წელი — გასავალი 1545 ლარი

2015 წელი — გასავალი 2056 ლარი

ამ მონაცემების მიხედვით ჩნდება კითხვა: მოსამართლემ აღებული სესხის, 24500 ლარის გასასტუმრებლად გადაიხადა ნაკლები — 15961 ლარი, რაც აღებულ თანხაზე 8539 ლარით ნაკლებია. როგორ აიხსნება ეს სხვაობა?

ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს წერილობით მივმართეთ. მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენი წერილი ფორმალურად გაუმართავია და უნდა მივმართოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით ორჯერ მივმართეთ: 25 სექტემბერს და 29 სექტემბერს, პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

ამ ეტაპისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მიიღოს ჟურნალისტმა მოსამართლის განმარტება, როდესაც კითხვა მის ქონებრივ დეკლარაციასთან, ან ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ჩნდება.

დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

გაზიარებაShare on FacebookShare on Google+Tweet about this on Twitter

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *