“მოსამართლის სესხი” — დამატებითი მონაცემები სამ მოსამართლეზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მონაცემთა ბაზის ანალიზისას გამოიკვეთა, რომ სამოქალაქო საქმეთა მოსამართლეების ნაწილი ბანკების საქმეებს იმ დროს განიხილავს, როდესაც მათ, ან მათი ოჯახის წევრებს, ამ ბანკებში კრედიტები აქვთ აღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე, ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები, ან ვალდებულებები აკავშირებს.

ზოგიერთი მოსამართლის სესხი სხვა დანარჩენებისგან თანხის მოცულობით გამორჩეულია.

 

shorena_jankhoteli

შორენა ჯანხოთელი

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მოსამართლე შორენა ჯანხოთელს, სხვა სესხებთან ერთად “საქართველოს ბანკიდან” 2014 წლის 14 აპრილს შვიდწლიანი სესხი, 78000$ აქვს აღბული. ამ პერიოდში საქართველოს ბანკთან დაკავშირებით შორენა ჯანხოთელის მოსამართლეობით 29 პროცესი ჩაინიშნა. მათ შორის ისეთი საქმეებიც არის, რომლებზეც რამდენიმე სხდომა იყო ჩანიშნული. აქედან გამომინარე, მოსამართლემ ეს საქმეები არ აიცილა.

shorena_jankhiteli_BOG_SAMPLE

 

urtmelidze_tamaz

თამაზ ურთმელიძე

მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს 2004 წლიდან დღემდე, დეკლარაციების მიხედვით, სხვადასხვა მოცულობის სესხი აქვს აღებული “ბანკ რესპუბლიკაში” და “საქართველოს ბანკში”

ყველაზე მეტი თანხა “საქართველოს ბანკიდან” მან ბოლო სამ წელიწადში ისესხა. მეუღლესთან, მირანდა გურგენიძესთან ერთად 2013 წელს, ათწლიანი 51800$ და 2014 წელს კი დამოუკიდებლად ასევე ათწლიანი 84100$.
მონაცემთა ანალიზი მიუთითებს, რომ იმ დროს, როდესაც “საქართველოს ბანკში” კრედიტი ჰქონდა, თამაზ ურთმელიძე განიხილავდა კრედიტორი ბანკის საქმეებს.tamaz_urtmelidze_BOG_SAMPLE

 

 

eliso_tukvadze

ელისო ტუკვაძე

მოსამართლე ელისო ტუკვაძის მეუღლემ, მიხეილ ჯიქიამ, 2007 წლის 25 მაისს “თიბისი ბანკიდან” 2014 წლის 26 თებერვლამდე ისესხა 50 000$. ეს სესხი 2011 წლის დეკლარაციაში აღარ ჩანს. ჩვენ შევამოწმეთ სასამართლოს სხდომების ბაზა, ჩვენთვის ხელმისაწვდომი პერიოდიდან 2008 წლიდან 2010 წლამდე. მონაცემთა ბაზის მეშვეობით დასტურდება, რომ მოსამართლე ამ პერიოდში განიხილავდა “თიბისი ბანკის” საქმეებს და არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე პროცესია ჩანიშნული, ანუ მოსამართლემ ამ შემთხვევებში საქმეები არ აიცილა.

eliso_tukvadze_TBC_SAMPLE

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვალდებულია თუ არა მოსამართლე, აიცილოს იმ ბანკის საქმე, რომელთანაც მას ამ ბანკში აღებული მიმდინარე კრედიტი აკავშირებს? ამ კითხვით იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს მივმართეთ:

 

შეიძლება თუ არა დეკლარაციის არასწორად შევსება?

ელისო ტუკვაძე

ელისო ტუკვაძე

2015 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ პოსტის თანახმად, მოსამართლე ელისო ტუკვაძემ არ იცოდა, რომ მისი მეუღლე მიხეილ ჯიქია შპს ”დრუსოში”100%-იან წილს ფლობდა და ამიტომაც არ ასახა ეს ფაქტი დეკლარაციაში.

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ, კითხვებზე  წერილობით  გვიპასუხა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ”თანამდებობის პირი ვალდებულია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახოს  ინფორმაცია  სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ იურიდიულ პირში მისი, ან მისი ოჯახის წევრის , მონაწილეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა საწარმო ეკონომიკურ აქტივობას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, სოფო ჭარელმა გვითხრა:

”თანამდებობის პირს დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის შესაძლოა დისციპლინური, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროს.

ამისთვის უნდა დადგინდეს, განზრახ არასწორად  შეავსო თუ არა მან დეკლარაცია?

 შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ მან, უბრალოდ, გაუფრთხილებლობით არ შეიტანა ესა თუ ის მონაცემი დეკლარაციაში, დაავიწყდა და არანაირი სხვა გვერდითი მიზანი არ გააჩნდა, ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც კანონმდებლობა მის მიმართ არანაირი სახის სანქციას თუ დამსჯელობით ღონისძიებას, არ ითვალისიწინებს.

ზოგადად, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა  და საჭიროა, გარკვეულწილად, ამ მიმართულებით კანონმდებლობა გადაიხედოს .

ერთია, რომ საჯაროა დეკლარაციები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ, რა წერია შიგნით — ეს ვიღაცამ შეისწავლოს. ამას არავინ აკეთებს და შემთხვევითობის პრინციპზე თუ ვინმე აღმოაჩენს ამ დარღვევას. შემდგომ მიდის განხილვა —  უნდა დაისაჯოს თუ არა ეს პიროვნება.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვიღაც უნდა არსებობდეს, ვინც ამ ყველაფერს გადახედავს, და მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სახის სანქციები შეიძლება დაწესდეს დამატებით. ვთქვათ ის, რომ დაევალოთ იმ პირებს, ვინც ავსებენ დეკლარაციებს, ძალიან ყურადღებით მოეკიდონ დეკლარაციების შევსებას და სწორად გაიხსენონ ყველა ის შემოსავალი, წილი თუ საბანკო ანგარიში, რაც მათ არსებული სიტუაციით გააჩნიათ. ”— განმარტავს იურისტი სოფო ჭარელი.

 

საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:

მოსამართლე ელისო ტუკვაძემ დეკლარაციაში მეუღლის კომპანია არ მიუთითა

eliso_tukvadze

ელისო ტუკვაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ელისო ტუკვაძეს, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, რომელიც მან 28/05/2014 შეავსო, არ აქვს მითითებული შპს ”დრუსო”, რომლის დირექტორი, პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლის 26 ივლისიდან არის მიხეილ ჯიქია, ელისო ტუკვაძის მეუღლე.

ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვაზე მივიღეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს პრესსამსახურის კონსულტანტის, თეონა ქობულაძის   წერილობითი პასუხი:

”თქვენი 2015 წლის 19 მაისის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდზე დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მოსამართლე შპს „დრუსოში“ თავისი ოჯახის წევრის მონაწილეობის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. ამასთან, თქვენი შეტყობინების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „დრუსოს“ დაფუძნებიდან დღემდე,  არანაირი სამეწარმეო საქმიანობა  არ განუხორციელებია და  მას  არ გააჩნია არანაირი აქტივი, რაც დასტურდება  ასევე შემოსავლების სამსახურში საწარმოს პირად აღრიცხვის ბარათზე ასახული  მონაცემებით.

დანართი: 2015 წლის 20 მარტს დამოწმებული ამონაწერი შპს „დრუსოს“ პირადი აღრიცხვის ბარათიდან „2“ ფურცლად.”

საჯარო პირების შესახებ დამატებთი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: